ფეხბურთი

18:24 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას მენეჯერი: “ამჟამად, მხოლოდ “ბოლონიას” ვარიანტს განვიხილავთ”

 

არნემის “ვიტესის” ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას მენეჯერმა კარლო კავალიერიმ იტალიურ calciomercato.it-თან ექსკლუზიურად განაცხადა, რომ მისი კლიენტი “ბოლონიაში” გადასვლასთან ახლოსაა.

“შემიძლია დავადასტურო, რომ გუშინ მაღალ დონეზე შეხვედრა ჩატარდა, სადაც დეტალები განვიხილეთ და ერთმანეთისგან შორს არ ვართ. დღეს საღამოს ან ხვალ დილას, სიახლეები უნდა იყოს. რაც შეეხება სხვა დაინტერესებულ კლუბებს, ასეთი ორია, მაგრამ ამჟამად, მხოლოდ “ბოლონიას” ვარიანტს განვიხილავთ. თუ ეს ვარიანტი არ გამოვა, მაშინ სხვა წინადადებებს გავეცნობით” – თქვა კავალიერიმ.

“ვიტესიდან” იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ “ბოლონიაში” ჭანტურიას ტრანსფერის სავარაუდო ფასი 1200000 ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118676