ფეხბურთი

20:55 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას გოლი, ლიპარტიას საგოლე პასი "დნიპროსთან"

არნემის "ვიტესმა" შინ 3:0 სძლია "კამბუურს" და კვლავაც ლიდერობს ერედივიზიონს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჭანტურია მე-80 წუთზე შეიყვანეს მინდორზე, ვაკო ყაზაიშვილი კი 5 წუთის შემდეგ. საწყენია, რომ მწვრთნელი პეტერ ბოში მცირე დროს უთმობს ქართველ ახალგაზრდებს, თუმცა ჭანტურიამ გოლის გატანა მაინც მოასწრო: ბოლო წუთზე, ახლოდან ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჭანტურიამ მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე ბრწყინვალე დრიბლინგიც განახორციელა.

ეს გიორგის პირველი გოლია მიმდინარე ერედივიზიონში, ერთი კი თასზეც აქვს გატანილი. http://www.youtube.com/watch?v=9HKUxG-dUqs

გიორგი ილურიძე სასტარტოში გახლდათ ზაგრების "დინამოსა" და სპლიტის "ჰაიდუკის" პრინციპულ მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა. 21 წლის ქართველი შემტევი აქტიურად თამაშობდა, თუმცა ეს უფრო საწყის ნახევარ საათში. ილურიძე 58-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. "ჰაიდუკი" მეორე ადგილზეა: სწორედ "დინამოს" ჩამორჩება. 

უკრაინის პრემიერლიგაში ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" შინ მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0 სძლია "დნიპროს". ლიპარტია სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. პირველი გოლი სწორედ ქართველის პასის შემდეგ გავიდა.

"დნიპროდან" ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, სანდრო კობახიძე კი განაცხადში არ იყო. "ზორია" მეექვსე ადგილზეა, "დნიპრო" კი მეოთხეზე. მარცხის მიუხედავად, დნიპროელებს ჩემპიონობის შანსი რჩებათ.

რუსეთში ალეკო ამისულაშვილის "კრილიამ" შინ 1:0 აჯობა "კრასნოდარს" და მეათე ადგილზეა. ამისულაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მშვენივრად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120069