არნემის "ვიტესის" ახალგაზრდულმა გუნდმა ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში "დორდრეხტის" ახალგაზრდულს 1:0 სძლია და ეს ერთადერთი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა. ამ შეხვედრაში ჭანტურიამ და ვაკო ყაზაიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, რადგან სამწუხაროდ, ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და შეცვლაზე შემოდიან.
შეხსენებისთვის, ჭანტურიამ ორი დღის წინ ძირითად გუნდშიც გაიტანა: "კამბურთან" (3:0) ბოლო 12 წუთი გაატარა მინდორზე და ახლოდან ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.