ვლადიკავკაზის “ალანიას” ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია, რომლის სატრანსფერო უფლებები არნემის “ვიტესს” ეკუთვნის, 8-მატჩიან დისკვალიფიკაციას ჰოლანდიის ჩემპიონატშის დაბრუნების შემთხვევაშიც მოიხდის. ამის შესახებ, რუსული პრესა იუწყება.
“თუ ჭანტურია სათამაშოდ სხვა ჩემპიონატში წავა, რუსეთის საფეხბურთო კავშირი ყველა დოკუმენტს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ გადასცემს იმ ლიგის ხელმძღვანელობას, რომელშიც ის იასპარეზებს” – განაცხადა საკონტროლო- სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ არტურ გრიგორიანცმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის “დინამოსთან” მატჩის დროს, მეტოქე ფეხბურთელთან კოკორინთან ჩხუბის გამო, ჭანტურიას 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. სხვათა შორის, ქართველისთვის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით, “ალანიას” საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტისთვის არ მიუმართავს.