ფეხბურთი

16:46 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია - კარგი მატჩის ცუდი დასასრული

გიორგი ჭანტურიას “ალანიამ” რუსული პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურში 1:0 სძლია მოსკოვის “დინამოს”. 20 წლის ქართველი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატჩში (ეს უფრო პირველ ტაიმზე ითქმის), რამდენჯერმე გაიბრწყინა და საგოლე მომენტებიც შექმნა. პირველად არ მოხდა, რომ “ალანიას” ტრიბუნებიდან “ჭანტურია, ჭანტურია”-ს სკანდირებდნენ, თუმცა 87-ე წუთზე გიორგი გააძევეს.

ეპიზოდი იმით დაიწყო, რომ დინამოელთა ფორვარდმა კოკორინმა ძალიან უხეშად მოცელა ერთ-ერთი ალანიელი. ჭანტურია კოკორინს მივარდა, რომელმაც ქართველს სახეში დაარტყა. გიორგიმ მოახერხა გამშველებლებისგან თავის დაძვრენა და კოკორინს ჯერ დაარტყა, რასაც შეფურთხება მიაყოლა.

კოკორინი, ჭანტურია და კიდევ ორი ფეხბურთელი (ალანიელი ნეკო და დინამოელი ჯუჯაკი) გააძევეს. გიორგის თავშეკავება მართებდა იმ მომენტში.

“ალანიას” მეორე ქართველი, მცველი მამუკა კობახიძე განაცხადში არ ყოფილა. როგორც იცით, ვლადიკავკაზის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა.


 ვიდეო – მომენტები:

http://www.championat.com/football/news-1533494-video-alanija---dinamo.html

ჩხუბის ვიდეო

http://www.championat.com/football/news-1533490-potasovka-v-matche-alanija---dinamo.html


0.137328