ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე 20 წლამდე მოჭადრაკე გოგო-ბიჭებს შორის აწგარდაცვლილი კახი ჩიგოგიძის სახელობის თასის გათამაშებას მასპინძლობს, რომელიც ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
აღნიშნული ტურნირი მიმდინარე წლის 14 თებერვალს დასრულდება. ამავე დღეს მოხდება პრიზიორთა დაჯილდოება. ტურნირის საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ კახი ჩიგოგიძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა 2006-07 წლებში.