ფეხბურთი

17:46 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაჩუა “კარპატის” სასტარტოში მოხვედრაზე ოცნებობს

უკრაინის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ ლვოვის “კარპატის” დუბლშემადგენლობის ნახევარმცველს ამბროსი ჩაჩუას, იმედი აქვს, რომ მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელი ივან კოსტოვი ძირითად გუნდში თამაშის სასუალებას მისცემს.

“რა თქმა უნდა, “კარპატის” ძირითად გუნდში მოხვედრაზე ვოცნებობ. ადრე საყრდენ ნახევარმცველად ვთამაშობდი, შემდეგ მწვრთნელმა ცოტა წინ წამწია. საერთოდ, მოედნიც ცენტრში თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი შანსს მომცემს და პირველ გუნდში დებიუტი მექნება. მესმის, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა. ეს კარგია, რადგან პროფესიონალური ზრდის საშუალებას იძლევა. მთავარია, რომ ის ჯანსაღი იყოს და ერთმანეთის პატივისცემას ეფუძნებოდეს”- იუწყება ჩაჩუას სიტყვებს “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდი. 

18 წლის ჩაჩუა წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინის მოქალაქეა. ის უკრაინაში ერთ-ერთ იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლება და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111181