ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიას” ახალწვეული, ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია (20. 01. 90, 200სმ) კვლავ ვერ ვარჯიშობს და აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი თამაში საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში, “არმია” - “შსს აკადემიას” შეხვედრაშიც სათუოა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი იღრძო და ამის გამო, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, ”რუსთავთან” და “ბათუმი-რსუ”-სთან შეხვედრები გამოტოვა.
ჩაჩიბაია “არმიაში” 2013-14 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა. მანამდე კი სუპერლიგის აწ უკვე ყოფილ წევრ სტუ-ში თამაშობდა.