მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება გამორიცხა.
როგორც ცნობილია, ჩაბი ალონსოს “რეალთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და ფეხბურთელი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელს “ჩელსი” და თავისი ყოფილი კლუბი “ლივერპული” იწვევენ.
“პრემიერლიგა? არა! ამის არანაირი შანსი არ არსებობს.” – ციტირებს ჩაბი ალონსოს სიტყვებს მადრიდული AS-ი.