ფეხბურთი

14:22 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცეცაძე შანსს ბოლომდე ეჭიდება, ბურუქს სამი ქულა სურს

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე 19 წლამდე ფეხბურთელებს შორის, დასკვნით ტურში თურქეთთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ განაცხადა, რომ ვიდრე ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი არსებობს, უნდა იბრძოლონ.

“ტურნირის სტარტზე ფრე ვითამაშეთ, ხოლო მეორე თამაში წავაგეთ. იქნებ გამარჯვების დრო დადგა? ვიდრე თეორიული შანსი დარჩა, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო”, – იუწყება ცეცაძის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მომავალ მატჩში, ქართველ 19-წლამდელებს კაპიტანი ბაჩანა არაბული დააკლდებათ, რომელსაც ტურნირზე ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.

დანაკლისია თურქების შემადგენლობაში, რომელთაც დისკვალიფიკაციის გამო, მცველი ილქაი დურმუში და ცენტრალური თავდამსხმელი იბრაჰიმ ილმაზი არ ეყოლებათ. ამის მიუხედავად, თურქების თავკაცი ოქან ბურუქი გამარჯვებას გეგმავს.

“ორ სასტარტო შეხვედრაში დავმარცხდით, მაგრამ ბოლო მატჩის მოგება და სახლში 3 ქულით წასვკა, უკვე რაღაცას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოთამაშეებისთვის დასკვნით მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ნამდვილი სახე, რომელიც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს შეესაბამება, უნდა ვაჩვენოთ”, – აღნიშნა ბურუქმა.


0.1123