ფეხბურთი

19:40 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი: “ყოველთვის ადვილია წაგება მსაჯს დააბრალო”

“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი, “რეალთან” გამართული თამაშის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მადრიდული გუნდის მხრიდან მსაჯის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, მისთვის, სიახლე არაა.

შაბათს გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსამ” “რეალს” 2:1 მოუგო. თამაშისAშემდეგ, სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები არბიტრის ქმედებებით უკმაყოფილონი იყვნენ და აცხადებდნენ, რომ მას “ბარსას” კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მართებდა.

“მადრიდელები მსაჯით უკმაყოფილონი არიან? ისინი თავის მართლების მიზეზს ყოველთვის ეძებენ. მათ, როგორც აქამდე ჩატარებულ მატჩებში, ისევე ახლა, არბიტრის მიმართ პრეტენზიების გამოთქმის მიზეზი არ აქვთ. ყოველთვის ადვილია წაგება მსაჯს დააბრალო. მიმდინარე სეზონში, “რეალი” არბიტრების მიმართ კრიტიკული ნამდვილად არ უნდა იყოს.” – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119732