ფეხბურთი

19:09 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი ტრავმირებულია

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ტრავმირებულია და შესაძლოა, მან, ეროვნული გუნდის მომდევნო 2 შეხვედრა გამოტოვოს.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ვალენსიასთან” გამართულ მატჩში, ხავიერ მასკერანოსთან შეჯახების შემდეგ, ბუსკეტსმა მარჯვენა ბარძაყი დაიზიანა. აღნიშნულის შესახებ ესპანეთის ნაკრების ექიმებს ეცნობათ. სწორედ მათი შემოწმების შემდეგ გაირკვევა, დაეხმარება თუ არა ბუსკეტსი ეროვნულ გუნდს უახლოეს მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანელები ფინეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 4 დღის შემდეგ, ისინი ჩილეს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111984