ფეხბურთი

22:28 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი “რაიოსთან” გამოირიცხა

“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, “რაიოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ბუსკეტსმა ტრავმა “აიაქსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ამსტერდამელებთან მატჩის შემდეგ, ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო და ფეხბურთელი “რაიოსთან” თამაშამდე გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, მაგრამ არგენტინელი სპეციალისტი შეცდა.

“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება კარლეს პუიოლი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვერ ითამაშებენენ ხორდი ალბა, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი.

“ბარსელონა” და “რაიო” ერთმანეთს 21 სექტემბერს, მადრიდში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107817