ფეხბურთი

18:18 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი: “მესი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე”

“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის გარეშე ჩატარებულ ბოლო ორ მატჩში წარმატების მიღწევის მიუხედავად, არგენტინელი კატალონიელთათვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც უწინ.

როგორც იცით, ლიონელ მესი ტრავმირებულია. მის გარეშე, “ბარსამ” 2 თამაში გამართა. კატალონიელებმა “სელტიკი” სტუმრად, ხოლო “ვალიადოლიდი” შინ დაამარცხეს. ლა ლიგის შეხვედრაში, ნეიმარისა და სანჩესის კარგი თამაშის წყალობით, მესის დანაკლისი არ იგრძნობოდა.

“მესი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, როგორც ადრე. ის მსოფლიოში საუკეთესოა. ლეო დაუჯერებელ თამაშს აჩვენებს. ჩვენ ის გვენატრება.” – აცხადებს ბუსკეტსი, რომელიც კომენტარს პეპე რეინას “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით აკეთებს – “რეინა შესანიშნავი მეკარეა. კარგი იქნება, თუ ის “ბარსელონაში” გადმოსვლას გადაწყვეტს.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100496