ფეხბურთი

21:22 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი: “იგივე აღარ უნდა განმეორდეს”

“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა გუნდმა, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, 2 გოლი გაუშვა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

“სევილიასთან” გამართულ მატჩში, “ბარსა” 2:0 იგებდა, მაგრამ მე-80 და 90-ე წუთებზე გატანილი გოლებით, ანდალუსიელებმა ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ, მესის მონდომებისა და ალექსის სანჩესის ზუსტი დარტყმის წყალობით, 94-ე წუთზე, კატალონიელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

“მსგავსი რამ, მიმდინარე ჩემპიონატში, პირველად მოხდა და იგივეს განმეორება არ უნდა დავუშვათ. გაშვებულმა ორმა გოლმა, რა თქმა უნდა, შეგვაშინა და მეტოქეს იგივეს გაკეთების საშუალება მეტჯერ აღარ უნდა მივცეთ.” – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Football Espana.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108751