ფეხბურთი

19:31 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი: “ჩემი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება”

კატალონიის “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მას კონფედერაციის თასს მიღმა დარჩენა არ ემუქრება.

“თავს უკეთ ვგრძნობ. კარგია, რომ თიაქრის მკურნალობა დავიწყე. პირველი სიმპთომები ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში გაჩნდა. არ მინდა, მოედანზე ჩემი დაბრუნება დავაჩქარო, მაგრამ ყველაფერს ვიზამ იმისათვის, რომ გუნდთან ერთად ვივარჯიშო.

კონფედრაციის თასი? ტურნირის გამოტოვების საკითხი არც კი განიხილება. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ტურნირის სტარტს, შესაძლოა, სრულ მზადყოფნაში ვერ შევხვდე, მაგრამ ამისგან შორსაც არ ვიქნები. ოპერაციის ვარიანტი არც კი განიხილება.” – ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Football Espana.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117812