ფეხბურთი

11:44 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი “ბარსელონას” ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა

“ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას აფორმებს. ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელი 3 სექტემბერს მოაწერს ხელს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც “ბარსელონაში” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ბუსკეტსი ერთადერთი მოთამაშე არაა, ვისთანაც კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. უახლოეს მომავალში შესაძლოა ანალოგიური სახის ინფორმაცია ჟერარ პიკესთან და ანდრეს ინიესტასთან დაკავშირებითაც გავრცელდეს. მოქმედი ხელშეკრულება ორივეს 2015 წელს უმთავრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125861