დიუსელდორფის "ფორტუნას" მწვრთნელმა მაიკ ბუსკენსმა გუნდის ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა და ლევან ყენიასაც შეეხო. ბუსკენსმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯერ ბოლომდე არაა რიტმში ჩამჯდარი.
"რამდენიმე მომენტიდან ჩანს, თუ რა შეუძლია ყენიას. თუმცა ის ბოლომდე არაა ჩამჯდარი რიტმში, რასაც თავისი მიზეზები აქვს: გვიან დაიწყო ჩვენთან ერთად ვარჯიში და მიკროტრავმებმაც შეუშალა ხელი", - უთხრა ბუსკენსმა გერმანულ Derwesten-ს.
შეხსენებისთვის, "ფორტუნამ" 2 ტური ჩაატარა ბუნდესლიგაში და 4 ქულა აქვს, თასიდან კი პირველივე რაუნდში გავარდა რეგიონალლიგის კლუბთან. ოფიციალურ მატჩებში ყენიას სასტარტოში ჯერ არ უთამაშია, თუმცა მწვრთნელმა მიზეზი ახსნა.