17 ივლისს ბურსას სტადიონ "ათათურქზე" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება: "ბურსასფორი"-"ჩიხურა" (საჩხერე). შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ბურსელებს ცნობილი შენოლ გიუნეში წვრთნის: კაცი, რომელიც "ტრაბზონსფორს" თავკაცობდა, როცა იქ შოთა და არჩილ არველაძეები მუშაობდნენ, ხოლო მისი კარიერის პიკი 2002 წლის მუნდიალზე იყო – გიუნეშის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.
უცნაურია, მაგრამ "ბურსასფორის" განაცხადში ვერ მოხვდნენ ფრანგი მეკარე სებასტიან ფრეი და ნიგერიელი მარცხენა მცველი ტაიე ტაივო – გუნდის ყველაზე სახელიანი ფეხბურთელები. როგორც ჩანს, მათ შესაძლოა, კლუბი დატოვონ და ამიტომ, ერიდებიან ევროპის ლიგაზე თამაშს.
შენოლ გიუნეშის გუნდის განაცხადი: ჰარუნ თექინი, ონურჩან პირი, ოქან ქოჩუქი; იბრაჰი ოზთურქი, სერდარ აზიზი, ოზან ტუფანი, სერარ ოზბაირაკლი, რინეტო ჩიველი (არგენტინა), ერქან პიულგირი, ემრე ტაშდემირი, აზიზ ერათლაი, სამი ჩინაზი, ბაკაი ტრაორე (მალი), იასინ ფეჰლივანი (ავსტრია), ბექირ ილმაზი, ფერნანდო ბელუჩი (არგენტინა), ფურქან სოილაპი, ვოლქან შენი, ოზან იპეკი, ფერჰატ ქირაზი, აიდინ ქარაბულუთი, ბატუჰან ალტინტაში, ენეშ უნალი, ხოსე ფერნანდაო (ბრაზილია).