კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლეონიდ ბურიაკმა, მარიუპოლის "ილიჩივეცის" ქართველი ლეგიონერები შეაქო. უკრაინულ Sport-თან საუბარში, ბურიაკმა უშუალოდ "მეტალისტთან" გასული ტურის მატჩი მიმოიხილა და ქართველებზე თქვა:
"ოქრიაშვილი და თარგამაძე გამოირჩეოდნენ. ისინი გუნდის ნამდვილი ლიდერები არიან".
შეხსენებისთვის, ორივე ქართველი, დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა - "ილიჩივეცში" იჯარით თამაშობენ.