ფეხბურთი

0:13 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში უდანაკარგო 4 კლუბია

ისევე, როგორც გერმანიის ბუნდესლიგის 2013–2014 წლების სეზონის გახსნით ტურში, 3–3 ქულა ჩაიწერეს „ლევერკუზენმა“, „ბაიერნმა“, „მაინცმა“ და „ვერდერმა“.

პეპ გვარდიოლას დამოძღვრილი მიუნხელები გასულ ტურში განადგურებულ „აინტრახტს“ ესტუმრნენ. ბევრისთვის მოულოდნელად, „რეკორდმაისტერისთვის“ ფრანკფურტელებთან ჭიდილი არცთუ იოლი გამოდგა – გვარდიოლას გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

მიუხედავად ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგისა, უნდა ითქვას, რომ მიუნხენელები თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდნენ და რომ არა მასპინძელთა მეკარის რამდენიმე ბრწყინვალე სეივი, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე–13 წუთზე გავიდა – მარიო მანჯუკიჩმა ვარდნაში ეფექტური დარტყმა შეასრულა და მიუნხენელებს გამარჯვება მოუტანა.

2–დან 2–მარცხი აქვს „შტუტგარტს“, რომელიც ამ ტურში „ლევერკუზენთან“ დამარცხდა. სამი ჰიპიას გუნდმა დანიელ შვაბის ავტოგოლის წყალობით იმარჯვა და პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებაც იზეიმა.

მიმდინარე სეზონში, ფეხბურთის სპეციალისტები „ვოლფსბურგისგან“ ბევრს ელიან და დღევანდელი მატჩიც ამის დასტური იყო – „მგლებმა“ გელზენკირხენის „შალკე“ 4:0 გაანადგურეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გოლი კუთხურს მოჰყვა – თავი რობინ კნოჰემ გამოიჩინა. მალევე, ანგარიშში სხვაობა პორტუგალიელმა ვიეირინიამ ლამაზი გოლით გაზარდა, შემდეგ კი, ნალდიმ და სტეფან კუტშკემ დაამწუხრეს „ხუმარები“ და ტაბლოზე 4:0 დააფიქსირეს.

საქმე ისე მიდის, რომ შარშანდელის მსგავსად, „ჰამბურგი“ წელსაც არასტაბილურად იასპარეზებს. ბევრისთვის გასაკვირად, ჰამბურგელები თავიანთ კედლებში „ჰოფენჰაიმთან“ 1:5 დამარცხდნენ და თავიანთ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუეს.

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 40800

შტუტგარტი – ლევერკუზენი 0:1 (0:1)

შტუტგარტი: ულრაიხი, მოლინარო, ბოკა (ლაიტნერი 46), შვაბი, საკაი (ვერნერი 76), რუდიგერი, რაუში (კაკაუ 46), გენტნერი, ტრაორე, ჰარნიკი, იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

ლევერკუზენი: ლენო, ბენიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, დონატი, რაინარცი, კასტრო, სემი, ბენდერი (როლფესი 46), კისლინგი (ვოლშაიდი 83), ჰიუნ–მინი (ჰეგელერი 71).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

გოლი: 0:1 შვაბი (43ს.კ.)

გაფრთხილებები: მოლინარო (11), ტრაორე (83), იბიშევიჩი (84) – დონატი (86), ლენო (90)

კარში დარტყმა: 17 (7) – 13 (6) ჯარიმა: 16 - 17 კუთხური: 10 - 3 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 5 – 7

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40112

ვერდერი – აუგსბურგი 1:0 (1:0)

ერდერი: მილიცი, პრედლი, ლუკიმია–მულონგოტი, სელასი, კალდიროლა (იგნიოვსკი 85), მაკიადი, ჰანტი, ელია (ილდირიმი 72), იუნუზოვიჩი, ეკიჩი (კროოსი 68), პეტერსენი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

აუგსბურგი: ამსიფი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი (ფილპი 83), კლავანი, ოსტშოლეკი, ბაიერი, ჰანი, მორავეკი, ჰოლცჰაუზერი (ბობადილია 56), ალტინტოპი (ვერნერი 70), მიოლდერსი.

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გოლი: 1:0 ეკიჩი (23)

გაფრთხილებები: პრედლი (28), ლუკიმია–მულონგოტი (41), ეკიჩი (50) – ვერჰაგი (42), მორავეკი (58), ჰანი (77), კალსენ–ბრაკერი (90)

კარში დარტყმა: 5 (3) – 20 (9) ჯარიმა: 19 - 18 კუთხური: 3 - 7 თამაშგარე: 4 - 5 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 9 – 2

 

ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 48000

ჰამბურგი – ჰოფენჰაიმი 1:5 (1:1)

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი (აოგო 76), ვესტერმანი, დიკმაიერი, ზობიხი, ვან დერ ვარტი (ირაჩეკი 84), ბაისტერი, ბადელი (რუდნევი 63), არსლანი, ჩალჰანოგლუ, ზუა.

მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი

ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ვესტერგორი, პოლანსკი, სალიჰოვიჩი (შტრობლი 62), ფირმინო, ელიუნუსი, მოდესტი (შიპლოკი 78), ფოლანდი (ჰერდლინგი 83).

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 ფირმინო (6), 1:1 ვან დერ ვარტი (44პ.), 1:2 ფოლანდი (51), 1:3 მოდესტი (67), 1:4 მოდესტი (74), 1:5 ფირმინო (77)

გაფრთხილებები: დიკმაიერი (70), არსლანი (72) – ელიუნუსი (43), პოლანსკი (69)

კარში დარტყმა: 9 (6) – 18 (11) ჯარიმა: 17 - 23 კუთხური: 2 - 0 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 6 – 5

 

ვოლფსბურგი. „ვოლკსვაგენ არენა“. 28405

ვოლფსბურგი – შალკე 4:0 (0:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, დიეგო, პერიშიჩი (კუტშკე 86), ტრეში, ჩჟა–ჩოლი, ვიეირინია, ლუის გუსტავო (პოლაკი 76), ოლიჩი (შეფერი 81).

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ფუკსი, ჰიოვედესი, სანტანა, ჯონსი, ფარფანი (მეიერი 73), კლემენსი (პუკი 63), ჰიოგერი, დრაქსლერი, ჰუნტელარი (სალაი 46).

მწვრთნელი: იენს კელერი

გოლები: 1:0 კნოხე (55), 2:0 ვიეირინია (61), 3:0ნალდო (67), 4:0 კუტშკე (90)

გაფრთხილებები: ჰუნტელარი (37), ჯონსი (49)

კარში დარტყმა: 19 (15) – 7 (4) ჯარიმა: 18 - 18 კუთხური: 11 - 3 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 4 – 11

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარი“. 22500

ფრაიბურგი – მაინცი 1:2 (0:0)

ფრაიბურგი: ბაუმანი, მუიჯა (გიუნტერი 72), დიანე, სორგი, გუედე (მეჰმედი 71), გინტერი, ფერნანდესი, შუსტერი, შმიდი, ჰანკე (კერკი 86), ფრაისი.

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

მაინცი: მიულერი, ნოვესკი, სვენსონი (ბუნგერტი 50), პოსპეხი, ჩჟუ–ჰუ, სიმლინგი (მალი 69), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, მორიცი (ჩუპო–მოტინგი 62), გეისი, ოკაზაკი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 ზიმლინგი (65), 0:2 მიულერი (69), 1:2 ფრაისი (71)

გაფრთხილებები: გეისი (42), ნოვესკი (74), მიულერი (87)

კარში დარტყმა: 9 (5) – 12 (9) ჯარიმა: 16 - 10 კუთხური: 2 - 4 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 7 – 4

 

ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51500

აინტრახტი – ბაიერნი 0:1 (0:1)

აინტრახტი: ტრაპი, ანდერსონი, ოჩიპკა, სამბრანო, აიგნერი, ფლიუმი, ინუი (ჩელოცი 78), მაიერი, როდე (როზენტალი 71), შრეკი, შვეგლერი (ლაკიჩი 78).

მწვრთნელი: არმინ ფე

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, დანტე, ლამი, ალაბა, კროოსი (რაფინია 88), რიბერი, შვაინშტაიგერი, შაქირი (ტიაგო 65), მიულერი (რობენი 74), მანჯუკიჩი.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 0:1 მანჯუკიჩი (13)

გაფრთხილება: დანტე (55)

კარში დარტყმა: 9 (2) – 15 (9) ჯარიმა: 9 - 18 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 6 - 1 ბურთის ფლობა: 34% - 66% სეივი: 8 – 2

 

მიონხენგლადბახი. „ბორუსია პარკი“.

გლადბახი – ჰანოვერი 3:0 (1:0)

გლადბახი: შტეგენი, შტრანცლი, დომინგესი, დამსი, იანტშკე, რაფაელი, არანგო (იუნესი 77), კრამერი, ჯაკა (ნორდტვეიტი 84), კრუზე, ჰერმანი (ჰრგოტა 89).

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰანოვერი: ცილერი, პოკონიოლი, საკაი, ანდრეასენი, მარსელო (ჰაგი 76), სანე, ჰუსტი, შტინდლი, პრიბი, ბიტენკორტი (სობეხი 46), დიუფი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

გოლები: 1:0 კრუზე (21), 2:0 კრამერი (53), 3:0 დამსი (66პ.)

გაფრთხილებები: ჯაკა (60) – პრიბი (45), საკაი (65), ანდრეასენი (68), პოკონიოლი (90)

კარში დარტყმა: 17 (10) – 16 (10) ჯარიმა: 10 - 2 კუთხური: 1 - 3 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 10 – 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137393