გერმანიის ბუნდესლიგის 2013-14 წლების გათამაშება 9 აგვისტოს, “ბაიერნისა” და “გლადბახის” დაპირისპირებით დაიწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ გასულ სეზონში ყველაფრის მომგები “ბაიერნის” ახალ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას ბუნდესლიგაში დებიუტი მიუნხენელი გულშემატკივრის წინაშე ექნება.
ამჟამად გერმანიის 2 საუკეთესო გუნდის, “ბაიერნისა” და “დორტმუნდის” დაპირისპირებები მე-13 ტურში (22-24 ნოემბერი) დორტმუნდში და 30-ე ტურში (11-13 აპრილი) მიუნხენში გაიმართება.