ფეხბურთი

15:45 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა – სარეკორდო ზაფხული

ბუნდესლიგის კლუბებს ჯამში არცერთ სატრანსფერო სეზონზე არ დაუხარჯავთ იმდენი ფული, რაც წლეულს. რეკორდი მოხსნილია.

ამ ზაფხულს ყველაზე დიდი თანხა მაროკოელ მცველ მეჰდი ბენატიაში გადაიხადეს – "ბაიერნმა" 26 მილიონ ევროდ იყიდა.

მეორე ადგილზეა ჩირო იმობილე, რომელშიც "დორტმუნდმა" 18,5 მილიონი ევრო გაიღო. 

მესამეზე ჰაქან ჩალჰანოღლუს ტრანსფერია – "ლევერკუზენმა" "ჰამბურგისგან" 14,5 მილიონად იყიდა.

საერთო ჯამში, ბუნდესკლუბებმა ამ ზაფხულს 279,5 მილიონი ევრო გადაიხადეს 144 ახალწვეულში. შარშან ზაფხულს 134 ფეხბურთელი შეიძინეს და ჯამში 261 მილიონი გაიღეს.

ისე, გაყიდვებიც საკმაოდ იყო: 157 მოთამაშე გაყიდეს და ჯამში 202 მილიონი აიღეს, შარშან კი 201 ფეხბურთელი წავიდა ბუნდესლიგიდან და 211 მილიონი გამოიმუშავეს. შეფარდებიდან ჩანს, რომ ბუნდესლიგის ფეხბურთელებს წლეულს უფრო დაედოთ ფასი.

ილია კახელიშვილი

 

0.115601