გერმანიის ბუნდესლიგის 2012–2013 წელი მიუნხენის „ბაიერნის“ ტრიუმფით დასრულდა – ვერცხლის სინის მფლობელებმა უახლოეს მდევარ „დორტმუნდს“ 25 (!) ქულით აჯობეს.
დღეს, დასკვნითი ტურის მატჩები ერთმანეთის პარალელურად დაიწყო. ჩემპიონი „ბაიერნი“ მიონხენგლადბახს ეწვია და ადგილობრივ კლუბთან მეორე ტაიმში რომ არ ეყოჩაღა, ბუნდესლიგის სეზონს ნამდვილად უსიამოვნოდ დაასრულებდა. ლუსიენ ფავრის გუნდმა შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო და უკვე მე–5 წუთისთვის, 2:0–ს იგებდა. მიუნხენელთათვის საბედნიეროდ, ანგარიშში სხვაობა მალევე შემცირდა – ხავი მარტინესი ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იოლად აიღო მასპინძელთა კარი.
საკმაოდ გახსნილი მატჩი გამოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი გოლიც გავიდა. მე–10 წუთზე, „გლადბახის“ სწრაფი კონტრშეტევა ჰოვარდ ნორდტვეიტმა დააგვირგვინდა გოლით და თავის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა დაუბრუნა. ამის შემდეგ, ფრანკ რიბერიმ გაიბრწყინა, რომელმაც ჯერ მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა, მეორე ტაიმში კი, ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაჰკრა და სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო გოლი მიითვალა.
რამდენიმე წუთში, არიენ რობენი გამოირჩა ეფექტური გოლით და და მიუნხენელებს გამარჯვება მოუტანა – 3:4.
„ბაიერნისგან“ განსხვავებით, სეზონის უიღბლო დასასრული არ ასცდა „დორტმუნდს“, რომელმაც მოგებული ტაიმის მიუხედავად, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში ქულის გადარჩენაც კი ვეღარ შეძლო. მატჩის საწყის წუთებში, მარსელ შმელცერის ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მცირე არეულობა შეიქმნა, რითაც რობერტ ლევანდოვსკიმ ისარგებლა და თავისი შანსი გამოიყენა – 1:0.
თითქოს, მასპინძლებს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ დასკვნით 45 წუთში, ზინსჰაიმელთა ნახევარმცველმა სეიად სალიჰოვიჩმა ორი ზუსტი პენალტით გამოიჩინა თავი და დორტმუნდელთა დამარცხებაში ლომის წვლილი დაიდო – 1:2.
ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა „ფრაიბურგისა“ და გელზენკირხენის „შალკეს“ მატჩშიც...მე–20 წუთზე, გელზენკირხენელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმა იულიან დრაქსლერმა საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა ბურთი. მოგვიანებით, ჟონათან შმიდის გოლის წყალობით ფრაიბურგელებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ სულ მალე, იულიან შუსტერმა თერთმეტმეტრიანით აიღო მასპინძელთა კარი და კიდევ ერთხელ დააწინაურა „შალკე“. როგორც შემდეგ გაირკვა, „ხუმარებს“ 3 ქულის მოსაპოვებლად ესეც ეყოთ – 1:2.
მიონხეგლადბახი. „ბორუსია პარკი“. 54000
გლადბახი – ბაიერნი 3:4 (3:2)
გლადბახი: შტეგენი, ვენდტი, შტრანცლი, ნორდტვეიტი, ბრაუვერსი, არანგო, იანტშკე, ჯაკა, ჰერმანი (იუნესი 79), ჰანკე (დე იონგი 84), ჰრგოტა (რუპი 65).
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, მარტინესი, რობენი (შაქირი 81), შვაინშტაიგერი, რიბერი, ალაბა, მიულერი (პისარო 81), მანჯუკიჩი (გომესი 75).
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
გოლები: 1:0 შტრანცლი (4), 2:0 ჰანკე (5), 2:1 მარტინესი (7), 3:1 ნორდტვეიტი (10), 3:2 რიბერი (19), 3:3 რიბერი (53), 3:4 რობენი (59)
კარში დარტყმა: 11 (6) – 16 (9) ჯარიმა: 6 - 7 კუთხური: 1 - 10 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 34% - 66%
ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი“. 24000
ფრაიბურგი – შალკე 1:2 (0:1)
ფრაიბურგი: ბაუმანი, მუიჯა (ჰედენსტადი 71), სორგი, ჰენი, გინტერი, როზენტალი, მაკიადი, შუსტერი (ფლიუმი 77), კრუზე, შმიდი, კერკი (სანტინი 64).
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
შალკე: ჰილდებრანდი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ჯონსი, რაფაელი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი (ჰიოგერი 80), ჰუნტელარი (ბარნეტა 90), ფარფანი (ფუკსი 70).
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლები: 0:1 დრაქსლერი (20), 1:1 შმიდი (1:1), 1:2 შუსტერი (57ს.კ)
გაფრთხილებები: გინტერი (72), მაკიადი (73) – ფარფანი (67)
კარში დარტყმა: 10 (3) – 9 (3) ჯარიმა: 16 - 14 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 53% - 47%
ფრანკფურტი. „კომერცბანკ არენა“. 51500
აინტრახტი – ვოლფსბურგი 2:2 (1:2)
აინტრახტი: ნიკოლოვი (ოზერი 66), რუსი, სამბრანო (შვეგლერი 59), ოჩიპკა (ჯაკპა 46), ანდერსონი, იუნგი, მაიერი, ინუი, აიგნერი, როდე, ლაკიჩი.
მწვრთნელი: არმინ ფე
ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო, როდრიგესი, კნოხე, პოლაკი, დიეგო, ჰასებე, პერიშიჩი (ტრეში 37), ვიეირინია (მადლუნგი 89), მედოევიჩი, ოლიჩი (ჰასანი 81).
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 0:1 პოლაკი (8), 0:2 დიეგო (19), 1:2 მაიერი (36პ.), 2:2 როდრიგესი (90)
გაფრთხილებები: სამბრანო (45), როდე (60), რუსი (68) – დიეგო (28)
დისკვალიფიცირებული: ჰასებე (35)
კარში დარტყმა: 13 (7) – 7 (5) ჯარიმა: 18 - 12 კუთხური: 6 - 9 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 44% - 56%
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645
დორტმუნდი – ჰოფენჰაიმი 1:2 (1:0)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი (სანტანა 78), პიშჩეკი (შიბერი 69), სუბოტიჩი, შმელცერი, ბლაშჩიკოვსკი, ბენდერი (კელი 60), გროსკროიცი, გუნდოგანი, ლევანდოვსკი, როისი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ჰოფენჰაიმი: კასტელსი, ბეკი, ჯონსონი, აბრაჰამი, ვესტერგორი, ოქსი (შიპლოკი 58), პოლანსკი, სალიჰოვიჩი, რუდი (სცარკა 46), ფირმინო (ზიულე 86), ფოლანდი.
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (6), 1:1 სალიჰოვიჩი (77პ.), 1:2 სალიჰოვიჩი (82პ.)
გაფრთხილებები: როისი (85) – რუდი (26), ვესტერგორი (30), შიპლოკი (71)
გაძევება: ვაიდენფელერი (80)
კარში დარტყმა: 15 (8) – 8 (5) ჯარიმა: 10 - 16 კუთხური: 3 - 0 თამაშგარე: 9 - 7 ბურთის ფლობა: 68% - 32%
აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30112
აუგსბურგი – ფიურტი 3:1 (1:0)
აუგსბურგი: მანინგერი, კალსენ–ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტშოლეკი, ვერნერი (ჩჟა–ჩოლი 77), ბაიერი, მორავეკი (ფოგტი 61), ჰანი, მიოლდერსი (დე იონგი 89), დონ–ვონი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
ფიურტი: ჰესლი, მავრაი, ზობიხი, ციმერმანი, ბაბა, პრიბი, ტრინქსი (შტიბერი 79), კლაუსი, გეისი (პლედლი 64), იუნგ–ბინი (აზემი 43), ჯურჯიჩი.
მწვრთნელი: ფრანკ კრამერი
გოლები: 1:0 ვერნერი (30), 2:0 კალსენ–ბრაკერი (55), 2:1 ტრინკსი (62), დონ–ვონი (73)
გაფრთხილებები: მორავეკი (36), ჰანი (69) – კლაუსი (7), იუნგ–ბინი (12), მავრაი (35)
კარში დარტყმა: 12 (5) – 6 (2) ჯარიმა: 17 - 22 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45%
ჰანოვერი. „ავდ არენა“. 49000
ჰანოვერი – ფორტუნა 3:0 (1:0)
ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, პანდერი, ეგიმანი (ჰაგი 72), საკაი, ჩერუნდულო, ჰოფმანი (შტინდლი 65), პინტუ (ანდრეასენი 79), რაუში, ია კონანი, დიუფი.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
ფორტუნა: გიფერი, ვებერი, ლანგენეკე, ვან დენ ბერგი, ბოჯეკი, ბელინგჰაუზენი, ლამბერცი, ფინკი (რაიზინგერი 52), ბოლი (კრუზი 68), პაურევიჩი (ილსე 77), შაჰინი.
მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი
გოლები: 1:0 დიუფი (36), 2:0 ია კონანი (61), 3:0 ია კონანი (76)
გაფრთხილებები: დიუფი (37) – ლანგეკენე (58), ვან დენ ბერგი (65), პაურევიჩი (76)
კარში დარტყმა: 7 (5) – 11 (8) ჯარიმა: 10 - 13 კუთხური: 3 - 3 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 55% - 45%
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 57000
ჰამბურგი – ლევერკუზენი 0:1 (0:0)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, აოგო (ბაისტერი 78), რაიკოვიჩი, დიკმაიერი, იანსენი, ვან დერ ვარტი, ირაჩეკი (ილიჩევიჩი 81), რინკონი, ბადელი (რუდნევი 66), ჰიუნ–მინი.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
ლევერკუზენი: ლენო, კადლეცი, ტოპრაკი, ვოლშაიდი, კარვახალი (შვაბი 90), რაინარცი, როლფესი, ბენდერი, ჰეგელერი (სემი 68), კისლინგი, შიურლე (ფრიდრიხი 90).
მწვრთნელი: სამი ჰიპია
გოლები: 0:1 კისლინგი (90)
გაფრთხილებები: ვესტერმანი (59), ბადელი (63), ვან დერ ვარტი (75), ილიჩევიჩი (89) – ტოპრაკი (20), რაინარცი (67)
კარში დარტყმა: 8 (1) – 12 (7) ჯარიმა: 17 - 13 კუთხური: 2 - 6 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 44% - 56%
ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 47000
ნიურნბერგი – ვერდერი 3:2 (0:1)
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა (ეშვაინი 78), ნილსონი, კლოზე, პლატენჰარდტი, შტარკი (დაბანლი 87), ბალიჩი, სიმონსი, მაკი, მენდლერი (პოლტერი 59), პეკჰარტი.
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
ვერდერი: მილიცი, ფრიცი, პრედლი, ლუკიმია–მულონტოგი, სელასი, იუნუზოვიჩი (შმიცი 67), კროოსი (სტევანოვიჩი 84), იგნიოვსკი, დე ბრეინე, აკპალა (ვურცი 86), პეტერსენი.
მწვრთნელი: ვოლფრანგ როლფი
გოლები: 0:1 დე ბრეინე (37), 1:1 ნილსონი (61), 2:1 პოლტერი (81), 3:1 პეკჰარტი (88), 3:2 დე ბრეინე (89)
გაფრთხილებები: მენდლერი (47), კლოზე (62)
კარში დარტყმა: 10 (6) – 16 (6) ჯარიმა: 17 - 12 კუთხური: 3 - 2 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44%
შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 51020
შტუტგარტი – მაინცი 2:2 (2:2)
შტუტგარტი: ულრაიხი, ტასკი, მოლინარო, ბოკა, ნიდერმაიერი, საკაი (ჰოგლანდი 87), გენტნერი, მაქსიმი (ჰოლცჰაუზერი 77), ჰარნიკი, ოკაზაკი (მაკედა 71), იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
მაინცი: ვეტკლო, პოსპეხი, ბუნგერტი, ზაბავნიკი, ბელი, ედე (პარკერი 68), ზიმლინგი, ივანშიცი (სალერი 76), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, მალი (სოტო 76).
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 0:1 დე ბრეინე (37), 1:1 ნილსონი (61), 2:1 პოლტერი (81), 3:1 პეკჰარტი (88), 3:2 დე ბრეინე (89)
გაფრთხილებები: მენდლერი (47), კლოზე (62)
კარში დარტყმა: 8 (3) – 10 (4) ჯარიმა: 17 - 13 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 2 - 5 ბურთის ფლობა: 55% - 45%