ფეხბურთი

22:15 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: 2 მატჩში 10 გოლი

გერმანიის ბუნდესლიგის მე–7 ტური ერთობ შედეგიანი მატჩებით დასრულდა. კვირას გამართულ ორ მატჩში, ალემანური ფეხბურთის მოყვარულებმა 5 გოლი იხილეს.

განსაკუთრებით გამოსარჩევია „ვერდერისა“ და „ნიურნბერგის“ ჯახი. „ვეზერშტადიონზე“ სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთი გაჩაღდა, რისი წყალობითაც, გულშემატკივრებს ნამდვილად არ მოუწყენიათ.

მატჩის დებიუტში, „მუსიკოსები“ ბერკაი დაბანლის ავტოგოლით დაწინაურდნენ და მისია მნიშვნელოვნად შეიმსუბუქეს. ამას დაემატა ისიც, რომ 34–ე წუთზე, ბრემენელმა ელჯერო ელიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური გოლი გაიტანა და თავის გუნდს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. თითქოს, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად უნდა წასულიყო, მაგრამ სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა პირველსავე ტაიმში შეამცირეს, მე–2 ნახევრის საწყის წუთებში კი, ანგარიში გაათანაბრეს კიდეც.

66–ე წუთზე, ელიამ კიდევ ერთხელ დაჰკრა შორი მანძილიდან და მისთვის მიზანს არც ამჯერად უმტყუნია. სტუმრები არ გატყდნენ და ადამ გლოუშეკის გოლის წყალობით, ქულაც გადაარჩინეს – 3:3.

დიდი ანგარიშით იმარჯვა „შტუტგარტმა“, რომელიც „ბრაუნშვაიგს“ ეწვია. პირველ ტაიმში გატანილ გოლს, სტუმრებმა მე–2 ნახევარში კიდევ 3 ბურთი დაუმატეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

სადღეისოდ, „ბრაუნშვაიგს“ კვლავ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზეა.

 

ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40000

ვერდერი – ნიურნბერგი 3:3 (2:1)

ვერდერი: მილიცი, ფრიცი (სელასი 79), ლუკიმია–მულონგოტი, კალდიროლა, გარსია, ეკიჩი, იუნუზოვიჩი, მაკიადი (კროოსი 69), ელია (კობილიანსკი 83), ჰანტი, პეტერსენი.

მწვრთნელი: რობინ დუტი

ნიურნბერგი: შეფერი, ჩენდლერი, პოგატეცი, დაბანლი, პლატენჰარდტი, გლოუშეკი, ჰასებე, შტარკი (ფრანცი 69), კიოტაკე, ეშვაინი (დრმიჩი 46), პეკჰარტი.

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

გოლი: 1:0 დაბანლი (8), 2:0 ელია (34), 2:1 კიოტაკე (44), 2:2 დრმიჩი (53), 3:2 ელია (66), 3:3 გლოუშეკი (70)

გაფრთხილება: იუნუზოვიჩი (42), ეკიჩი (78) – ჩენდლერი (31), შტარკი (45)

კარში დარტყმა: 15 (8) – 17 (12) ჯარიმა: 19 - 9 კუთხური: 4 - 4 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 9 – 5

 

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ შტადიონი“. 23000

ბრაუნშვაიგი – შტუტგარტი 0:4 (0:1)

ბრაუნშვაიგი: პეტკოვიჩი, დოგანი, რაიხელი, ბიჩაკჩიჩი, ელაბდელაუი, კრატცი (ადემი 79), ბოლანდი, კალიჯური, ბელარაბი, ჯექსონი (ერლი 46), კუმბელა (პფივტნერი 79).

მწვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

შტუტგარტი: კირშბაუმი, ბოკა (რაუში 46), შვაბი, საკაი, რიუდიგერი, იორგენსენი, ტრაორე, გენტნერი, მაქსიმი (კაკაუ 86), ვერნერი (ჰარნიკი 74), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ტომას შნაიდერი

გოლი: 0:1 იბიშევიჩი (40), 0:2 მაქსიმი (50), 0:3 ტრაორე (76), 0:4 ჰარნიკი (86)

გაფრთხილება: ბოკა (43)

კარში დარტყმა: 10 (9) – 15 (10) ჯარიმა: 11 - 20 კუთხური: 8 - 3 თამაშგარე: 5 - 0 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 6 – 9

 

1. დორტმუნდი 7 6 1 0 21:5 19
2. ბაიერნი 7 6 1 0 14:2 19
3. ლევერკუზენი 7 6 0 1 17:7 18
4. ჰანოვერი 7 4 0 3 10:10 12
5. ჰერტა 7 3 2 2 13:8 11
6. შტუტგარტი 7 3 1 3 15:9 10
7. გლადბახი 7 3 1 3 17:13 10
8. ვერდერი 7 3 1 3 8:11 10
9. აუგსბურგი 7 3 1 3 8:11 10
10. ჰოფენჰაიმი 7 2 3 2 18:18 9
11. ვოლფსბურგი 7 3 0 4 9:9 9
12. მაინცი 7 3 0 4 10:15 9
13. აინტრახტი 7 2 2 3 10:12 8
14. შალკე 7 2 2 3 10:16 8
15. ნიურნბერგი 7 0 5 2 9:12 5
16. ჰამბურგი 7 1 2 4 12:19 5
17. ფრაიბურგი 7 0 3 4 8:17 3
18. ბრაუნშვაიგი 7 0 1 6 3:18 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13953