ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი სერია A-ს მომდევნო ტურში, “პესკარას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ანტონიო კონტეს თქმით, ამის მიზეზი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
“ხვალ, სტორარი ითამაშებს. “ინტერთან” თამაშის შემდეგ, ბუფონი გრიპით დაავადდა. “ბაიერნთან” გამართული დაპირისპირების შემდეგ, მას იგივე პრობლემა კვლავ შეექმნა და ჯიჯის ნორმალურად ვარჯიში არ შეეძლო. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ მისთვის გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანი იყო.” – ციტირებს “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Reuters-ი.