კალათბურთი

11:27 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ბრუკლინში" ჯო ჯონსონი გმირია

Barclays Center-ში "ბრუკლინმა" კიდევ ერთი დრამატული სპექტაკლი დადგა, რომლის დასასრული დამსწრე პუბლიკისთვის დადებითად დამთავრდა, ხოლო მთავარი გმირი კვლავ ჯო ჯონსონი გახლდათ, რომელმაც ჯერ მეოთხე მეოთხედის ბოლოს გადაარჩინა საკუთარი გუნდი წაგებას, ხოლო ოვერტაიმში მომგებიანი ტყორცნაც განახორციელა. "ნეთსმა" დაძაბულ ბრძოლაში "მილუოკი" 113:111 დაამარცხა და სეზონში 32-ე გამარჯვება იზეიმა. სამწუხაროდ, პი ჯეი კარლესიმომ ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია კვლავ სამატჩო განაცხადს მიღმა დატოვა.
შეხვედრა მასპინძლებმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყეს და საკუთარი კლასის გამოყენებით ცდილობდნენ, მეტოქე მარწუხებში მოექციათ, რაც ძალიან კარგად გამოუვიდათ პირველ ტაიმში. ბრუკ ლოპესმა, დერონ უილიამსმა და ჯო ჯონსონმა შესანიშნავი ურთიერთშეთამაშებისა და გუნდური კალათბურთის ჩვენების ხარჯზე პირველი ტაიმი "ნეთსს" 10-ქულიანი სხვაობით 61:51 მოაგებინეს.
სტუმრებს პირველ რიგში დაცვაში ჰქონდათ თამაში გამოსასწორებელი, რაც მატჩის მეორე ნახევარში ასე თუ ისე შეძლეს. პარალელურად ამუშავდა შეტევაში "ბაქსის" უკანახაზელთა მრისხანე დუეტი მონტა ელისისა და ბრენდონ ჯენინგსის შემადგენლობით, რომელთაც ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მესამე მეოთხედის მიწურულს მინიმალური სხვაობითაც გავიდნენ წინ.
უკანასკნელ მეოთხედში პი ჯეი კარლესიმომ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა – გამართლებული. ბრუკ ლოპესი დიდი ხნის განმავლობაში დატოვა სათადარიგოთა სკამზე, მის მაგივრად კი დაიტვირთა ანდრე ბლაჩი, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მეოთხე პერიოდში 10 ქულა დააგროვა. "ბრუკლინის" სათადარიგოებმა სტუმართა მეორე ხუთეულის წევრებს უშუალო დაპირისპირება 44:15 მოუგეს, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორისა, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 10 წამით ადრე ჯენინგსი დრიბლინგით შევიდა "ნეთსის" სამწამიან ზონაში და წარმატებით დაასრულა შეტევა - 102:101 "ბაქსის" სასარგებლოდ. საპასუხო შეტევაში დერონ უილიამსმა შეტევაში მონტა ელისზე ფოლი მიიღო, რომელმაც ცივსისხლიანობა გამოავლინა, ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა და სტუმრები 104:101 დაწინაურდნენ. მასპინძლებს შეხვედრის გადასარჩენად მხოლოდ 3,4 წამი რჩებოდათ, თუმცა მათ რიგებში არის ისეთი კალათბურთელი, რომლისთვისაც ეს პრობლემა არ გახლავთ. ჯო ჯონსონმა ბრუნში ურთულესი სროლა განახორციელა შორი დისტანციიდან და ანგარიშიც გათანაბრდა - 104:104.
ოვერტაიმში კვლავ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა მატჩი, რამდენიმეჯერ შეიცვალა ლიდერი, თითქოს ყველაფერი მეორე ოვერტაიმისკენ მიექანებოდა, 111:111-ზე ბოლო 5 წამი იყო სათამაშო, როდესაც ჯომ კიდევ ერთხელ აიღო საკუთარ თავზე თამაში, ფინტებით თავბრუ დაახვია მეტოქეს და საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.
შეხვედრის გმირი, რა თქმა უნდა, ჯო ჯონსონი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მას ამ სეზონში მეოთხე მეოთხედის და ოვერტაიმის ბოლო 30 წამში 9 ნატყორცნი ბურთიდან 8 წარმატებით აქვს ჩაგდებული მეტოქის კალათში.
"ბრუკლინს" ამ სეზონში 5 ოვერტაიმი აქვს ნათამაშები და ყველა მოგებული, მათ დღევანდელი დამატებითი ხუთწუთეულის მოგებით ნბა-ს რეკორდი დაამყარეს. "ნეთსს" ზედიზედ 10 მოგებული ოვერტაიმი დაუგროვდა.
დღევანდელ მატჩში მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევით აღებული ქულებით მეტოქე 15:2 დაამარცხეს და როდესაც "ბრუკლინი" ამ კომპონენტში ჩაგრავს მეტოქეს, მაშინ მისი მოგება-წაგებათა ბალანსი ასე გამოიყურება – 15:2.
"მილუოკის" დამარცხების შემდეგ, "ნეთსი" (32:22) ატლანტიკის დივიზიონში მეორე ადგილს იკავებს, ჩამორჩება რა მხოლოდ თანაქალაქელ "ნიქსს" (32:18), ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა და ერთი მატჩის მოგების დისტანციაზე მიუახლოვდა მესამე საფეხურზე მყოფ "ინდიანას" (32-21).

ვაშინგტონი - ტორონტო 88:96 (19:27, 27:28, 19:18, 23:23)
ვაშინგტონი: ვოლი (9), ოკაფორი (12), ნენე (7), ვებსტერი (16), ბილი (25); სერაფინი, არიზა (5), ბუკერი (10), სინგლეტონი, პრაისი (4)
ტორონტო: ლოური (11), დეროზანი (24), ვალანჩუნასი (7), გეი (24), ჯონსონი (6); ბარნიანი (9), როსი, ანდერსონი (5), ლუკასი (10)

ორლანდო - შარლოტი 92:105 (27:37, 16:26, 27:17, 22:25)
ორლანდო: ნელსონი (10), ნიკოლსონი (13+12მ), ჰარკლესი (15), ვუჩევიჩი (18+11მ), აფლალო (18); მური, ოქვინი (4), რედიკი (10), აიონი (4)
შარლოტი: ვოკერი (24), ჰენდერსონი (24),ბიიომბო (7), მულენსი (20), კიდ-გილკრისტი (6); სეშენსი (10),გორდონი (10),ტეილორი (2),ჰეივუდი (2),ადრიენი

ბრუკლინი - მილუოკი 113:111 (31:24, 30:27, 19:30, 25:24, 8:6)
ბრუკლინი: უილიამსი (19), ჯონსონი (24), ლოპესი (19),ევანსი (1), ვოლესი (6); ბლაჩი (14),ვოტსონი (11), ბოგანსი (9), ბრუქსი (2), ტეილორი (), ჰამფრიზი (8)
მილუოკი: ჯენინგსი (34), ელისი (18),სანდერსი(14+6დ), მბა მოუტე (9),ილიასოვა (21); დანლივი (5), ჰენსონი (5), იუდო (2), ,დალამბერი (3)

დეტროიტი - მემფისი 91:105 (30:22, 12:31, 18:31, 31:21)
დეტროიტი: ნაითი (13), სინგლერი (7), მონრო (9), მაქსიელი (4), კალდერონი (10); კრავცოვი (8), სტაკი (8), მიდლეტონი (6), ჟერებკო (13), ბაინამი (5), ვილიანუევა (2),ინგლიში (6)
მემფისი: კონლი (19), ალენი (10), გასოლი (8), რენდოლფი (15+10მ), პრინსი (4); დაიე (6), ლეური (3), ბეილისი (8), დევისი (14), არტური (8), პოინდექსტერი (10)

ნიუ ორლეანი - ჩიკაგო 87:96 (21:26, 22:21, 25:27, 19:22)
ნიუ ორლეანი: გორდონი (20), ვასკესი (11+10პ), ლოპესი (1), დევისი (15), ამინუ (10); ტომასი 2(), ანდერსონი (10),სმიტი (8), რობერტსი (7), რივერსი (3)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (5), ჰემილტონი (7), ნოა (15+17მ+5პ), ბუზერი (17+10მ), დენგი (20); ბატლერი (9),ბელინელი (9), გიბსონი (4), რობინსონი (6), მოჰამედი (4)

დენვერი - ბოსტონი 97:90 (21:22, 28:28, 29:20, 19:20)
დენვერი: ლოუსონი (26), იგუადალა (1), კუფოსი (11), ფარიდი (7+16მ), გალინარი (26); მილერი (11), ბრიუერი (10), მაკგი (5), ჩენდლერი
ბოსტონი: ლი (12), ბრედლი (17), გარნეტი (12), ბასი (6), პირსი (10); კოლინსი (1), გრინი (20), ტერი (7), ვილკოქსი (2), მელო

იუტა - გოლდენ სტეიტი 115:101 (26:19, 32:34, 29:26, 28:22)
იუტა: ტინსლი (4), ფოი (15), ჯეფერსონი (24), მილსაპი (14), მა. უილიამსი (11); ვოტსონი, ფეივორსი (14), კანტერი (1), კეროლი (2), ჰაივარდი (17), ბურქსი (13)
გოლდენ სტეიტი: კარი (29), ტომპსონი (15), ბოგუტი , ლი (18), ბარნსი (3); ბიედრინსი (2), ლენდრი (5), ჯეკი (19), გრინი (2), ეზელი (5), ბაზემოური (2), ჯენკინსი (1)

საკრამენტო - სან ანტონიო 102:108 (19:28, 22:22, 33:33, 28:25)
საკრამენტო: ტომასი (22), ევანსი (20), კაზინსი (11), ტომპსონი (11), სალმონსი (6); ჰოუსი (4),ტორნტონი (16), ფრედიტი (10), რობინსონი (2)
სან ანტონიო: პარკერი (30+11პ), გრინი (21), ლეონარდი (15), სპლიტერი (4), დანკანი (9+14მ); დიაუ (10), ჯინობილი (12), ნილი (2), მილსი (3), დე კოლო, ბლერი (2)

პორტლენდი - ფინიქსი 98:102 (23:36, 24:27, 26:21, 25:18)
პორტლენდი: ლილარდი (24), კლავერი (4), ჰიქსონი (25+16მ), ოლდრიჯი (23), ბატუმი (15); ლეონარდი (2), კლავერი (), პრაისი (), პავლოვიჩი (2), ბარტონი (2), ბაბიტი, სმიტი (1)
ფინიქსი: დრაგიჩი (16+18პ),გორტატი (12), სკოლა (18), დადლი (12), ტაკერი (4); მარშალი (2), ონილი (9),ჯონსონი (14), მორისი (7), ბისლი (8)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 55 43 12 5734:5274 0.782
2. ოკლაჰომა 53 39 14 5620:5156 0.736
3. კლიპერსი 56 39 17 5625:5247 0.696
4. მემფისი 52 34 18 4883:4691 0.654
5. დენვერი 55 34 21 5771:5571 0.618
6. გოლდენ სტეიტი 53 30 23 5352:5378 0.566
7. იუტა 55 31 24 5422:5427 0.564
8. ჰიუსტონი 55 29 26 5837:5681 0.527
9. ლეიკერსი 54 25 29 5488:5449 0.463
10. პორტლენდი 54 25 29 5221:5384 0.463
11. დალასი 52 23 29 5270:5343 0.442
12. მინესოტა 50 19 31 4756:4861 0.380
13. ნიუ ორლეანი 54 19 35 5074:5241 0.352
14. საკრამენტო 55 19 36 5331:5712 0.345
15. ფინიქსი 54 18 36 5119:5395 0.333

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 50 36 14 5161:4840 0.720
2. ნიუ-იორკი 50 32 18 5017:4786 0.640
3. ინდიანა 53 32 21 4919:4764 0.604
4. ბრუკლინი 54 32 22 5158:5128 0.593
5. ჩიკაგო 53 31 22 4937:4847 0.585
6. ატლანტა 51 29 22 4945:4905 0.569
7. ბოსტონი 53 28 25 5073:5078 0.528
8. მილუოკი 52 26 26 5081:5136 0.500
9. ფილადელფია 51 22 29 4707:4864 0.431
10. ტორონტო 54 22 32 5275:5338 0.407
11. დეტროიტი 55 21 34 5235:5340 0.382
12. კლივლენდი 53 16 37 5139:5367 0.302
13. ვაშინგტონი 52 15 37 4745:4952 0.288
14. ორლანდო 53 15 38 4980:5270 0.283
15. შარლოტი 53 13 40 4982:5432 0.245



გიორგი ბარბაქაძე

თეგებიჯო ჯონსი
0.185179