კალათბურთი

1:30 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბრუკლინი” მეოთხედფინალშია

“ბრუკლინ ნეთსმა” ნბა-ს პლეი ოფის პირველი რაუნდის დაძლევა მოახერხა. ბრუკლინელებმა “ტორონტო რეპტორზთან” უმძიმესი სერიის გადამწყვეტი მე-7 შეხვედრა კანადაში 104:103 მოიგეს და საბოლოოდ, 4:3 იმარჯვეს.

“ნეთსის” რიგებში 10 და მეტი ქულა ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ჯო ჯონსონი იყო 26 ქულით. ტორონტოელთაგან 28 ქულით კაილ ლოური გამოირჩა, თუმცა, გუნდს ვერაფრით უშველა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასულ “ბრუკლინს” მძიმე დროება ელის, რადგანაც მოქმედ ჩემპიონ “მაიამი ჰითთან” დაპირისპირება მოუწევს.

 

ტორონტო – ბრუკლინი 103:104 (28:26, 25:35, 20:20, 30:23)

ტორონტო: ლოური (28 ქ.), ჯონსონი (20 ქ. 10 მ.), დეროზანი (18 ქ. 6 პ.), როსი (11 ქ.), ვალანჩიუნასი (3 ქ.); პატერსონი (16 ქ. 8 მ.), სელმონსი (3 ქ.), ვასკესი (2 ქ.), ჰეიესი (2 ქ.).

ბრუკლინი: ჯონსონი (26 ქ.), უილიამსი (13 ქ.), გარნეტი (12 ქ. 11 მ.), პირსი (10 ქ.), ანდერსონი (5 ქ.); ტორნტონი (17 ქ.), ლივინგსტონი (10 ქ.), ბლატჩი (9 ქ. 7 მ.), პლამლი (2 ქ.), კირილენკო, ტელეტოვიჩი.

ბრუკლინმა მოიგო სერია 4:3


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113136