ფეხბურთი

17:50 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბროკი კარიერას ასრულებს

რომის “ლაციოს” 37 წლის ნახევარმცველი კრისტიან ბროკი ფეხბურთიდან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ წავა. ვეტერანი შუახაზელი, ტრავმის გამო, უკვე 3 თვეა უთამაშებელია და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების მიზეზი სწორედ ეს ტრავმაა.

“გუნდის სამედიცინო პერსონალი და ფეხბურთელი იტყობინებიან, რომ მიუხედავად მცდელობისა, ბროკის პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნების არანაირი შანსი არ არსებობს. ყოველდღიური მუშაობის მიუხედავად, ტკივილი არ გამქრალა და ბროკი იძულებულია გადაწყვეტილება მიიღოს.” – ვკითხულობთ “ლაციოს” ოფიციალურ ვებგვერდზე.

19-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ბროკის “მილანში”, “პრო სესტოში”, “ლუმეცანეში”, “ჰელას ვერონაში”, “ინტერში”, “ფიორენტინასა” და “ლაციოში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110429