ფეხბურთი

12:13 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის საქმეს ფიფა სწავლობს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ფიფა Sunday Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მოკვლევის დაწყებას აპირებს.

გამოცემის ცნობით, 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ამ ქვეყნის ფეხბურთის კონფედერაციის სახელით, იოზეფ ბლატერმა და აღმასრულებელი კომიტეტის 26-მა წევრმა საჩუქრად 25 ათასი დოლარის ღირებულების საათები მიიღეს.

“ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის 100-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციამ სხვადასხვა პირებს, მათ შორის აღმასკომის წევრებს, საკუთარი სპონსორის სახელით საათები უსახსოვრა. ეთიკის კომიტეტი ინფორმირებულია და ამ საკითხს შეისწავლის” - წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.

ფიფას ეთიკის კოდექსის თანახმად, ორგანიზაციის ფუნქციონერებს ძვირადღირებული, არასიმბოლური საჩუქრების მიღება ეკრძალებათ.

 

 

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111278