ბრაზილიური კლუბი “ბოტაფოგო” 2014 წლის კოპა ლიბერტადორესის დასრულებამდე ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველის - კლარენს ზეედორფის შენარჩუნებას აპირებს.
37 წლის ჰოლანდიელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ ბრაზილიელენი შიშობენ, რომ ზეედორფი მათ ვადაზე ადრე დატოვებს. უფრო კონკრეტულად, “ბოტაფოგოს” ხელმძღვანელობას აშინებს ის ხმები, რომ “მილანში” კლარენსს გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის შესაძლო შემცვლელად განიხილავენ.
O Globo-ს მტკიცებით, იმისათვის, რომ ჰოლანდიელთან ვადაზე ადრე გამოთხოვების ყველანაირი ვარიანტი გამოირიცხოს, “ბოტაფოგო” ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.