ბრაზილიური “ბოტაფოგო” “მილანის” სამხრეთ ამერიკელი შემტევის, რობინიოს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.
რობინიოს ტრანსფერში ჩართულია შუამავალი ვიქტორ ლეალი, რომელიც Lance-სთან საუბრისას შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ბოტაფოგოს” წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათ მითხრეს, რომ რობინიოს შეძენა სურთ, მაგრამ გუნდი ფინანსურ პრობლემებს განიცდის. ყველაფერი ინვესტორზეა დამოკიდებული. “ბოტაფოგოსთან” კონტაქტის შემდეგ ინვესტორს ვეძებ. იმედი მაქვს, ყველაფერი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაირკვევა.”