ფეხბურთი

13:23 | 11.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსია” შაჰინის ტრანსფერს გამოისყიდის

დორტმუნდის “ბორუსიას” სამწვრთნელო შტაბი ნახევარმცველ ნური შაჰინს ვერ ელევა. გერმანული პრესის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალს” იჯარით აყვანილი თურქი ფეხბურთელის გამოსასყიდად ოფიციალური წინადადებით ზაფხულში მიმართავს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” შაჰინის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში ნური შაჰინმა ბუნდესლიგაში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 22-ში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ამასთან, 2 გოლიც გაიტანა.

 

0.120776