ფეხბურთი

12:29 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორუსია” კელისთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

დორტმუნდის “ბორუსიას” 33 წლის მცველი და კაპიტანი სებასტიან კელი კლუბთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. გერმანული პრესის ცნობით, მხარეები ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში განაახლებენ, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი დორტმუნდში 2015 წლის ზაფხულამდე დარჩება.

“კელი გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია და შესაბამისად, მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება” – უთხრა ჟურნალისტებს “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

სებასტიან კელი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2002 წელს, “ფრაიბურგიდან” გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153677