ფეხბურთი

23:32 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორდომ” ორბანი კონტენტოთი შეცვალა

მიუნხენის “ბაიერნის” 24 წლის მარცხენა მცველი დიეგო კონტენტო კარიერას ფრანგულ “ბორდოში” განაგრძობს.

“ბორდომ” არგენტინელი მარცხენა მცველი ლუკას ორბანი “ვალენსიაში” გაყიდა და მისი შემცვლელი მალევე იპოვა. ფრანგული კლუბის დაცვის მარცხენა ფლანგს დიეგო არმანდო კონტენტო გაამაგრებს, რომელმაც “ბორდოსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტენტო “ბაიერნის” სკოლის აღზრდილია. მიუნხენური გუნდის პირველ გუნდში მან 69 თამაში ჩაატარა.

0.114746