რაგბი

2:03 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსანთა" ტესტ-მატჩების ბილეთები 5 ნოემბრიდან გაიყიდება

2013 წლის ნოემბრის ტესტების სერიის პირველ მატჩამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ქომაგებს გვინდა ვაცნობოთ, რომ სამივე მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 5 ნოემბრიდან.

ყველა ტესტ-მატჩის ბილეთები გაიყიდება “დინამო არენისა” და მ. მესხის სტადიონის სალაროებში. საქართველოსა და აშშ-ს მატჩის ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება რუსთავის სარაგბო სტადიონზე.

კვირის დღეებში ბილეთები გაიყიდება 11:00-დან 18:00 საათამდე. მატჩის დღეებში – 9, 16 და 23 ნოემბერს ბილეთების გაყიდვა დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება მატჩის დაწყებამდე.

ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთები ეღირება 1 და 3 ლარი. გამონაკლისია საქართველოსა და აშშ-ს მატჩი, რომელიც 3000 მაყურებლზე გათვლილ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და ბილეთის ფასი შეადგენს მხოლოდ 3 ლარს.

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბილეთების შეძენა ფასდაკლებით შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-პორტალ http://www.hotsale.ge/ მეშვეობით.

წლევანდელი ტესტებისათვის შემუშავდა ბილეთის ახლებული კონცეფცია. გადაწყდა ბილეთისა და მატჩის პროგრამის გაერთიანება.

ბილეთის პირველ გვერდზე დატანილია ინფორმაცია თამაშის შესახებ და დამახასიათებელი კონტროლის ველი.

მეორე და მესამე გვერდი დაეთმო გუნდების შემადგენლობას, მათ სარაგბო ისტორიას და ურთიერთ შეხვედრების ბალანსს.

ბილეთის ბოლო, მეოთხე გვერდი დაეთმო რაგბის ქომაგის ქცევის კოდექსს.

www.rugby.ge

0.119373