რაგბი

20:34 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” შემადგენლობაში ორი ცვლილებაა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 28-კაციან შემადგენლობაში, რომელიც 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩისთვის ემზადება, იძულების წესით ორი ცვლილება განხორციელდა.

8 მარტს მადრიდში გასამართი შეხვედრისთვის “ბორჯღალოსნები” 2 მარტიდან საფრანგეთში, ტულონის მახლობლად მდებარე ქალაქ სიპრიენში ემზადებიან, ცვლილებები კი, ტრავმებითაა გამოწვეული. “კლერმონის” პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა კოჭი დაიზიანა, ხოლო “მონპელიეს” ასევე პირველხაზელმა მიხეილ ნარიაშვილმა მუხლი. ტრავმები მსუბუქი ხასიათისაა, მაგრამ მწვრთნელებმა არ გარისკეს, მათ დასვენების საშუალება მისცეს და ორივე ბურჯი რუმინეთის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

ტრავმირებული მორაგბეების ნაცვლად მილტონ ჰეიგმა შეკრებაზე “კასტრისა” და “ბრივის” პირველხაზელებს, შესაბამისად, ანტონ ფეიქრიშვილსა და კარლენ ასეიშვილს უხმო. აღსანიშნავია, რომ ასეიშვილს “ბორჯღალოსანთა” მაისურით ბოლო თამაში 2012 წელს, სწორედ ესპანელთა წინააღმდეგ მადრიდში აქვს ჩატარებული და მაშინ ქართველი მორაგბეები 18:25 დამარცხდნენ. იმედია, ამჯერად ის და საქართველოს ნაკრები ორი წლის წინანდელი წყენისთვის სრულფასოვან რევანშს აიღებენ.

საქართველოს ნაკრები მადრიდში 6 მარტს ჩავა, თამაში 8 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე შედგება.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული, 28 კაციანი შემადგენლობა: კარლენ ასეიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მეოთხე ტური

8 მარტი

ესპანეთი - საქართველო

რუსეთი - პორტუგალია

რუმინეთი - ბელგია

 

1      საქართველო                                                      8           7           1           0           240-80           33          
2 რუმინეთი 8 7 1 0 204-74 33
3 რუსეთი 8 4 0 4 151-211 18
4 პორტულაგია 8 2 1 5 103-160 11
5 ესპანეთი 8 1 2 5 114-195 10
6 ბელგია 8 0 1 7 104-196 6
0.191501