ფეხბურთი

11:40 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩის კარიერის “იუვენტუსში” დასრულება სურს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ სურს, კარიერის ბოლომდე “ბებერი ქალბატონის” ერთგული დარჩეს. Corriere dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, 26 წლის მოთამაშემ კლუბის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზეც ისაუბრა.

“იუვენტუსის” შემდეგ ისევ “იუვენტუსი” იქნება. ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი ვარ და მსურს, კარიერა სწორედ აქ დავასრულო. კარლოს ტევესი და ფერნანდო ლიორენტე ექსტრაორდინარული ბიჭები არიან. ტევესს ყველა იცნობს, ლიორენტეს კი კონფედერაციათა თასზე შევხვდი და ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, ასეთი შენაძენების შემდეგ, სხვაობა ჩვენსა და ევროპულ ტოპ-კლუბებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდა”, - დარწმუნებულია ბონუჩი.

ტევესის სანაცვლოდ “ბებერმა ქალბატონმა” 12 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ლიორენტე კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ისინი უკვე წარუდგინეს გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს.

 

 

0.113608