არნემის “ვიტესისა” და კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ვილფრიდ ბონიმ განაცხადა, რომ მისთვის კონკრეტული წინადადებით ჯერჯერობით არავის მიუმართავს.
“სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და ამიტომ, კონკრეტულად რამის თქმა რთულია. ჩემს შესახებ გაზეთებში ბევრს წერენ, მაგრამ ჯერ “ვიტესის” მიერ კონკრეტული ამოცანების გადაჭრაზე ვარ კონცენტრირებული, ხოლო სეზონის შემდეგ ვნახოთ რა იქნება. მე “ჩელსის” დაინტერესების შესახებ გავიგე, თუმცა კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს. რა თქმა უნდა, ინგლისში გადასვლა მსურს, რადგან იქ საუცხოო ჩემპიონატია და სტადიონებზე ენით აღუწერელი ატმოსფეროა. ჩემთვის პრემიერლიგა ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატია, მაგრამ გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთშიც ძლიერი ლიგებია”, – იუწყება ბონის სიტყვებს ჰოლანდიური პრესა.
28 მატჩში გატანილი 31 გოლით, ბონი მიმდინარე სეზონში ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.