ჩოგბურთი

23:43 | 22.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძეს ნახევარფინალში სერიოზული გამოცდა ელის

16 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ისრაელის ქალაქ რამლეს საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი) მე-3 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გააღწია.

მეოთხედფინალში მარიამი რუს ანასტასია პრიბილოვას დაუპირისპირდა და 6:3, 6:2 დაამარცხა, ფინალში გასასვლელად კი პირველ ნომრად განთესილ მარგარიტა ლაზარევას ეთამაშება.

ცნობისთვის, ეს უკანასკნელი რეიტინგში 371-ე ადგილზეა, ბოლქვაძე მხოლოდ 1154-ე ჩოგანი გახლავთ, ამდენად, ქართველ ჩოგბურთელს სერიოზული ბრძოლა ელის.

მე-2 ნახევარფინალში ჩეხი ბარბორა სტეფკოვა (მე-3) და ებრაელი სარაი სტერენბახი ითამაშებენ.

წყვილების ნახევარფინალში ბოლქვაძე და ბრიტანელი მანიშა ფოსტერი პირველი განთესვის მქონე ლაზარევასთან და სტეფკოვასთან 4:6, 6:7 (4:7) დამარცხდნენ.

0.119106