ჩოგბურთი

2:06 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ნახევარფინალში დამარცხდა

ისრაელის ქალაქ რამლეში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში მარიამ ბოლქვაძე პირველი განთესვის მქონე მარგარიტა ლაზარევას დაუპირისპირდა და 4:6, 6:7 (4:7) დამარცხდა.

ცნობისთვის, ლაზარევას რეიტინგში 371-ე ადგილი უკავია, 16 წლის ბოლქვაძე კი მსოფლიოს 1154-ე ჩოგანია, ამდენად, მისი ასპარეზობა მაინც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

იტალიის ქალაქ კასერტაში ასევე 10-ათასიანი შეჯიბრის ნახევარფინალში მე-6 ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძემ უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკთან 3:6, 6:4, 3:6 წააგო.

წყვილთა ფინალში გორგოძე და სოფო ქვაცაბაია (მე-2) ავსტრალიურ დუეტთან (ჰარისი-პეერსი) 3:6, 6:7 (6:8) დამარცხდნენ.

0.116441