სხვა

15:58 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ფინალს მიღმა დარჩა

ბარსელონაში გრძელდება საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც დღეს კიდევ ერთხელ სცადა ბედი ირაკლი ბოლქვაძემ. შეგახსენებთ, რომ 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ირაკლის დრო 2:03.55 წუთი გახლდათ და მან საქართველოს რეკორდი დაამყარა, ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ბრასით ცურვის დროს ქართველმა სპორტსმენმა 50-მეტრიანი დისტანცია 33.23 წამში დაფარა და ეს, შესარჩევი ეტაპის 50 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი იყო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს, 200 მეტრზე ბრასით ცურვაში, ბოლქვაძისგან კარგ შედეგს ველოდით, თუმცა, ამჯერად, მან თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. ქართველმა სპორტსმენმა დისტანცია 2:18.23 წუთში დაფარა, რაც 43 მონაწილეს შორის მხოლოდ 37-ე შედეგი გახლდათ. ცხადია, ბოლქვაძე ფინალისტთა შორისაც ვერ მოხვდა.

2 აგვისტოს, საქმეში დავით სიხარულიძეს ვიხილავთ, რომელიც 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით გაცურვაში მიიღებს მონაწილეობას, 3-ში კი თეონა ბოსტაშვილს 50 მეტრზე ბრასით ცურვაში ვიხილავთ.

0.11447