ფეხბურთი

20:22 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო, 32-ე

 

შაბათს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბოლო, 32-ე ტურის მატჩები გაიმართება და 25-ე საიუბილეო ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდება. თუმცა, ყველაფერი უკვე გარკვეულია. ჩემპიონი თბილისის “დინამოა” და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ევროპა ლიგაზე კი “ზესტაფონი,” “სიონი” და “ჩიხურა” იასპარეზებენ. უმაღლესი ლიგა “ზუგდიდმა” და “მერანმა” დატოვეს. პირველი ლიგის “ა” და “ბ” ზონებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში იასპარეზებენ, რომელიც ერთ წრედ, თბილისში გაიმართება. პლეი ოფში უკვე მოხვდნენ ქობულეთის “შუქურა,” ფოთის “კოლხეთი,” “სამტრედია” და ბათუმის “დინამო.” ამათგან ორი საუკრთესო, გაისად უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრად საგაზაფხულო ეტაპის ორი ყველაზე წარმატებული გუნდის, “ზესტაფონისა” და “სიონის” მატჩი ითვლება, თუმცა არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, გუნდები თავ-თავის ადგილებზე დარჩებიან. ზედა ექვსეულში ერთადერთი, შესაძლოა, “მეტალურგმა” გადაუსწროს ”ჩიხურას.” მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საჩხერელები არეულ გურიას ხვდებიან, ხოლო რუსთაველები ჩემპინის რანგში პირველად მოასპარეზე დინამოელებს, ძნელი წარმოსადგენია რამე შეიცვალოს.

ქვედა ექვსეულში კი, “ტორპედო” და “ვიტ ჯორჯია” 1-2 ადგილებს იყოფენ და აქაც პიველი ადგილის დაკავება, მხოლოდ ფორმალობის საკითხი თუ იქნება.

 

გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე)

17 მაისი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზვ. ერქვანია, ი. მაჩიტიძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:5, 2:0, 0:3

 

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი)

17 მაისი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 19:00

დისკვალიფიცირებულები: რევაზ ქემოკლიძე, ვალერი აბრამიძე, ირაკლი სამხარაძე, ალეკო გოგობერიშვილი (ყველა – “სიონი”)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, გ. ჩიგოგიძე, გ. ვადაჭკორია, ჯ. ხორავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 1:0, 1:2

 

დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი)

17 მაისი. თბილისი. “დინამო არენა.” 20:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 0:1, 2:0

 

1      დინამო                                            31           20           5           6           65:23           65          
2 ზესტაფონი 31 19 4 8 48:23 61
3 სიონი 31 16 6 9 41:33 54
4 ჩიხურა 31 13 7 11 54:47 46
5 მეტალურგი 31 13 6 12 35:37 45
6 გურია 31 11 0 20 28:51 33

  

მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი)

17 მაისი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” უმაყურებლოდ. 17:00

მსაჯები: დ. სანოძე, ლ. ვარამიშვილი, ზ. ასკაროღლი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:3, 1:1, 1:5

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

17 მაისი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 17:00

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:3, 2:1, 0:2

 

დილა (გორი) – ზუგდიდი

17 მაისი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებული: გურამ სამუშია (“ზუგდიდი”)

მსაჯები: ბ. ნინუა, ა. ჟივიძე, კ. ტეფნაძე, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:1, 1:2, 1:2

 

1      ტორპედო                                    31           13          6           12           42:43           45          
2 ვიტ ჯორჯია 31 13 6 12 41:44 45
3 დილა 31 11 9 11 44:35 41
4 სპარტაკი 31 11 4 16 32:38 37
5 ზუგდიდი 31 9 6 16 25:42 33
6 მერანი 31 6 4 21 21:59 22

 

მეგოლეები:

17 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

15 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

11 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)

7 - ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.114542