ფეხბურთი

21:15 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლივიელები ბექჰემს კარიერის გაგრძელებას სთავაზობენ

ბოლივიის ჩემპიონი “ბოლივარი” დევიდ ბექჰემს კარიერის გაგრძელებას სთავაზობს და მიზნის მისაღწევად ინგლისელს ფინანსურად მიმზიდველ შეთავაზებას უკეთებს. ამ ინფორმაციას სამხრეთ ამერიკული კლუბის პრეზიდენტი ადასტურებს.

ბოლივიის მოქმედი ჩემპიონის, “ბოლივარის” პრეზიდენტი ადგილობრივი მილიარდერი მარსელო კლაურეა, რომელიც დევიდ ბექჰემთან მეგობრობს. კლაურემ, La Razon-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ბექჰემს კარიერის გაგრძელების წინადადებით მიმართა და ახლა ის პასუხის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემმა, რომელსაც “მანჩესტერში”, “რეალში”, “ლოს ანჯელეს გელექსიში”, “მილანსა” და “პარი სენ ჟერმენში” უთამაშია, კარიერა გასული სეზონის ბოლოს, ფრანგულ კლუბში დაასრულა.

0.120658