არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ფერნანდო გაგო ბოლივიასთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ France Football-ი იუწყება.
საქმე ისაა, რომ “ვალენსიას” შუახაზელს ტრავმა აწუხებს. “ალბისელესტეს” სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა. ბოლივიელებთან მატჩში, ალეხანდრო საბელიას გუნდს ვერც ტრავმირებული სერხიო აგუერო და დისკვალიფიცირებული გონსალო იგუაინი დაეხმარებიან.
ცნობისათვის, ბოლივია არგენტინის ნაკრებს სამშაბათს უმასპინძლებს.