არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად კლუბის ერთი ქომაგი გარდაიცვალა. არგენტინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბუენოს აირესის ცენტრში შეკრებილი “ბოკას” გულშემატკივრები კლუბის ფანთა დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა ზეიმი მოგვიანებით მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. საფეხბურთო კლუბის რამდენიმე ქომაგმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, ასევე დაშავდა ხუთი სამართალდამცავი, ხოლო ერთ-ერთი გულშემატკივარი პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვიით დაიღუპა.