ფეხბურთი

17:40 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოიანი იტალიაში გადასვლას ნანობს

22 წლის ესპანელი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელიც “ბარსელონადან” “აიაქსშია” განათხოვრებულია, იტალიაში გატარებულ პერიოდს დროის დაკარგვად მიიჩნევს.

“მილანსა” და “რომაში” ტყუილად გადავედი. აშკარაა, რომ გეზი თავიდანვე ჰოლანდიისკენ უნდა ამეღო. პროგრესირება იყო საჭირო, რაც სეზონში 18 მატჩის ჩატარებით შეუძლებელია.” – ციტირებს ბოიანის სიტყვებს De Telegraaf-ი.

შეგახსენებთ, რომ 2011-13 წლებში, ბოიანი “ბარსელონადან” ჯერ “რომაში”, შემდეგ კი “მილანში” იყო განათხოვრებული. ამ 2 წლის განმავლობაში, სერია A-ში, მან 53 თამაში ჩაატარა (18 ძირითადში) და 10 გოლი გაიტანა.

0.121938