ფეხბურთი

22:42 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბობანი: “რომასთან” ბალოტელის თამაში სამარცხვინო იყო”

“მილანის” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ზვონიმირ ბობანი “როსონერის” თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის აკრიტიკებს.

“ფაქტია, რომ ხალხის 99.9% ისე ფიქრობს, როგორც ჯანკარლო მაროკი, კრისტიან პანუჩი და მე. ბალოტელის გამო ვწუხვარ, რადგან ის კარგი ადამიანია, მაგრამ მას თვითკრიტიკა აკლია. ჩვენ, ექსპერტებს, ფულს საუბარში გვიხდიან, მაგრამ მარიოს არაფერი ესმის.

“რომასთან” ბალოტელის თამაში სამარცხვინო იყო. ის მოედანზე უბრალოდ დადიოდა და თანაგუნდელებს აღიზიანებდა.” – აცხადებს ბობანი.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 35-ე ტურში, “მილანი” “რომასთან” 0:2 დამარცხდა.

0.064374