ჭადრაკი

10:46 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლიცში ყუფარაძემ იმარჯვა

ფოთში მიმდინარე მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას თასზე 17 ივლისი დასვენების დღე გახლდათ და მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიცში გაეჯიბრნენ.

შვეიცარიული სისტემით 9 ტურად წარმართული შეჯიბრის გამარჯვებული გიგა ყუფარაძე (2510) გახდა, რომელმაც 8.0 ქულა მოაგროვა, მე-2 ადგილზე ლევან ფანცულაია (2672) გავიდა 7.5 ქულით, მე-3 კი ირანელი ჰამედ მოოსავიანი (2397) გახლდათ 7.0 ქულით. ხუთეულში კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე მოხვდა: ზურაბ ჯავახაძე (2300, 7.0 ქულა) და დავით ზარქუა (2427, 6.5).

ბლიცის საპრიზო ფონდი 1200 ლარი იყო, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - 400 ლარი, II – 300 ლარი, III – 300 ლარი, IV – 100 ლარი. სოფიკო ტერელაძემ (2217), რომელმაც 5.5 ქულა მოაგროვა და ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, 100 ლარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ძირითად ტურნირს 5 ტურის შემდეგ, 4.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია (2588). მას ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ლუკა პაიჭაძე (2537), გევორგ ჰარუთინიანი (სომხეთი, 2456), ზურაბ ჯავახაძე (2455), ივერი ჭიღლაძე (2399), გიგა ყუფარაძე (2497) და მისრატდინ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი, 2371).                                                                           

 

0.105894