ფეხბურთი

21:57 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “ბუნდესლიგა მისაბაძი მაგალითია”

FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგა სხვა ჩემპიონატებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.

“გასული სეზონის “ბაიერნი” დაუჯერებელი გუნდი იყო. მიუნხენელებმა აჩვენეს არა მხოლოდ წარმატებული, არამედ ლამაზი ფეხბურთი.

გერმანიაში, გუნდები ფინანსურად ძლიერები არიან, რაც მათ წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ბუნდესლიგა სხვა ჩემპიონატებისთვის მისაბაძი მაგალითია. კლუბების მართვაში გერმანელთა მიერ გამოვლენილი უნარის წინაშე ქედს ვიხრი.” – ციტირებს ბლატერის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.11483